
iPhone Xs Max-მა Galaxy Note 9 დაჯაბნა
AppleInsider-ის ჟურნალისტებმა, iPhone Xs Max-ის და Samsung Galaxy Note 9-ს დინამიკების შედარების ტესტი ჩაატარეს. ხმის ხარისხი შემოწმდა, როგორც მუსიკის დროს, ასევე პოპულარული თამაშის Fortnite-ის გამოყენებისას.
ტესტირების ვიდეორგოლი youtube-ის ოფიციალურ არხზეც განთავსდა ( ვიდეო ). Apple-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 12 სექტემბერს აღნიშნავდნენ, რომ ახალ iPhone Xs-ს და iPhone Xs Max-ს განახლებული დინამიკების სისტემა ექნებოდა, რაც მათ ხმას უფრო ძლიერს და სუფთას გახდიდა.
ტესტებმა ცხადყო, რომ iPhone Xs რამდენჯერმე აღემატება Note 9-ს, როგორც ხმის სიმძლავრით ასევე სისუფთავით.