როგორი იქნება Sony Playstation 5?

წარმოგიდგენთ 5 ფაქტს Playstation 5-ის შესახებ, რომელსაც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ:

 

1. Sony მუშაობს Playstation 5-ზე 2015 წლიდან. მათ რევოლუციური კონსოლის შქემნა სურთ, რომელზეც მუშაობა უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე Playstatioon 4 Pro ჩაეშვა გაყიდვაში. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ Playstation 5 იქნება ევოლუციაზე მეტი - ტექნოლოგიური რევოლუცია. 

ვნახოთ, რა სიურპრიზს უმზადებენ მომხმარებლებსა და XBOX-ს.

 

 

2. Ray Tracing იქნება Playstation 5-ში.

ეს ტექნოლოგია აქტიურად გამოყენება თანამედროვე ჰოლივუდურ ფილმებში (Avengers: Endgame სრულად ამ ტექნოლოგიითაა გადაღებული).

ეს საშუალებას მისცემს თამაშების დეველოპერებს უფრო რეალისტური გარემო შექმნან. მაგალითად: წვიმა, ნათება, მიწა და ხეები იქნება ისეთი რეალისტური როგორც არასდროს.

 

3. აუდიო კუთხით დიდი წინსვლა გვაქვს. 

ეს ის თემაა, სადაც XBOX აშკარად სჯობს Playstation-ს. Sony-მ Twitter-ზე დაწერა "ჩვენი ნოვაცია დაგანახებთ, როგორი ხმის სისტემა უნდა ჰქონდეს კონსოლებს, მომავალი 5 წლის განმავლობაშიო”. ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იქნება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ Sony გაგვაოცებს.

 

4. SSD - აუცილებლად!
გრაფიკა და Ray Tracing ტექნოლოგია კარგია მაგრამ, სისწრაფეც მნიშვნელოვანია. Sony წლებია Toshiba-სთან მუშაობს ახალი თაობის SSD-ის შექმნაზე. როგორც იქნა! თამაშები სწრაფად გაეშვებას ველოდებით.

 

5. Backward compatibility ტექნოლოგია უკვე შეძენილი Playstation 4 თამაშები იმუშავებს ახალ კონსოლზე. 

“Playstation 4 აქ არის და კიდევ წლები იქნება”, - განაცხადა Sony-მ და უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინიც Apple-ის გზას ადგანან. გაყიდონ ძვირად Playstation 5  და გაყიდვიდან არ ამოიღონ Playstation 4.