iOS 12.1 Beta

iOS 12-ის გამოსვლის შემდეგ, Apple iOS 12.1-ის პირველი სატესტო ვერსია გამოუშვა. მისი ჩამოტვირთა Apple-ის დეველოპერული ცენტრიდან არის შესაძლებელი და ამისთვის ბეტა პროფილი დაგჭირდებათ. ჯერჯერობით სატესტო ვერსია, მხოლოდ დეველოპერებისთვის არის გათვლილი.

განახლება განკუთვნულია სრული ვერსიის ხარვეზების და შეცდომების აღმოსაფხვრელად. iOS 12.1-ში დაემატება ახალი Emoji-ები და FaceTime-ის ჯგუფური ზარების განხორციელების ფუნქცია.

შეგახსენებთ, ზაფხულში Apple 70-ზე მეტი ახალი ემოციის დამატებას დაგვპირდა.