აიპლიუსი მომხმარებლებს ტესლას აღმოჩენილ ტექნოლოგიას სჩუქნის

ბოლო მოდელის iPhone-ის შეძენისას აიპლიუსი მომხმარებლებს უსადენო დამტენს სჩუქნის, ამის მიზეზი მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნაა, ოღონდ აქ კომფორტი, თუ რატომ არ არის ლიტონი სიტყვები, ან რა არის უსადენო დამტენის ტექნოლოგია და რა ტიპის ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ უსადენო დამტენით iPhone-ის დატენვა, ნახეთ ჩვენს მოკლე მიმოხილვაში.

 

დავიწყოთ, რომ უსადენო დამტენის ფორმა, ზომა და ფერი მრავლნაირია, ჩვენთანაც მრავალფეროვანი უსადენო დამტენების დიდი არჩევანი ნამდვილად არის, თუმცა რომელი ფერის თუ ფორმის უსადენო დამტენი უნდა მოგწონდეთ ეს გემოვნების საკითხია და ჩვენ აქ გემოვნებას არ შევეხებით, ერთს გეტყვით, iPhone-ის ბოლო მოდელის მომხმარებლებისთვის უსადენო დამტენის ქონა აუცილებელიც კი არის.

 

ელექტრო ენერგიის უკაბელოდ გადაცემის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში არსებობდა, ამის ნათელი მაგალითი, მაშინ, ნიკოლ თესლას მიერ მაგნიტური რეზონანსის შეერთებით ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის დემონსტრირება იყო.

 

მიუხედავად თესლას მიერ რამდენიმე საუკუნის წინ ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტებისა, ჩვენს ეპოქამდე არავის ჰქონია მცდელობა უსადენოდ ელექტროენერგიის გადაცემის ტექნოლოგია ფართოდ გამოეყენებინათ და გაემარტივებინათ ადამიანების ცხოვრება.

 

უსადენო ელექტროენერგიის გადაცემის ტექნოლოგიის პოპულარობა, თანამედროვე პერიოდში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაზრის გიგანტებმა, მათ შორის Apple-მა 2017 წლის iPhone-ებს უსადენოდ დატენვის მხარდაჭერის ფუნქცია დაუმატა.

 

უსადენოდ ელექტროენერგიის გადაცემის მხარდაჭერა iPhone-ზე, მომხმარებლის მიერ მოწყობილობის გამოყენებისას კომფორტის ზრდას და სტრესის შემცირებას ნიშნავდა.

 

კაბელები, თანამედროვე ადამიანის სტრესად ჩამოყალიბდა, რადგან ადამიანების მეხსიერებაში კაბელების უარყოფითი მახასიათებლები ილექებოდა, როგორიც არის: მარტივად იხლართება, ხშირად წყდება და ფუჭდება, მოუხერხებელია სატარებლად და ა.შ.

 

მსოფლიო გიგანტებმა კარგად შეისწავლეს სმარტფონების მომხმარებლების მოთხოვნები და ემოციური განწყობები და მათი სტრესის დაძლევასა და კომფორტის გაუმჯობესებაში XIX საუკუნის ტექნოლოგია გამოიყენეს.

 

კარგად დავიწყებული ძველი ტექნოლოგიით, ადამიანებს უწევთ არა უბრალოდ უსადენო დამტენზე iPhone-ის დადება არამედ გადახლართული კაბელების ძიებასთან ერთად დენის წყაროს ძებნის სტრესული პროცესზე თქვან უარი.

 

https://www.facebook.com/iclub.ge/videos/229939971205875/