
WWDC 2020
2020 წლის WWDC-ის პირველი დღე დასრულდა. წელს პირველად, კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართა, რაც მსოფლიო კორონავირუსული კრიზისის შედეგია. პირველი დღის მთავარი სიახლეები, რა თქმა უნდა, ახალი ოპერაციული სისტემა IOS 14, MacOS Big Sur და WatchOS 7 იყო. წარმოგიდგენთ განახლებების სიას, რომელიც კონფერენციაზე დეველოპერებმა შემოგვთავაზეს:
MacOS Big Sur
• განახლებული მართვის პანელი
• ვიჯეტები
• განახლებული აპლიკაციების ხატულები Emoji
• განახლებული აპლიკაციების დოკი
• ალბომები ფოტოების აპლიკაციაში
• ხმის რეგულირების მოდული
• შეტყობინებების პანელი
• განახლებული iMessages აპლიკაცია + Memojis და ეფექტებით
• განახლებული Maps და Safari
• Safari 50% სწრაფია Chrome ზე
• Safari customizations - შეგიძლიათ დააყენოთ მთავარ გვერდზე ფავენი ფოტო
• Safari - ში უკვე შეგიძლიათ გადათარგმნოთ გვერდი
WatchOS 7
• ახალი ფონები
• ფონების გაზიარება
• განახლებული Maps აპლიკაცია
• ვარჯიშის აპლიკაციაში დაემატა ცეკვა
• Activity ის აპლიკაციამ Fitness სახელი მიიღო
• ძილის რეჟიმი
iOS 14
Picture in picture
თქვენ შეძლებთ ფილმის ან ვიდეოს ნახვას ბრაუზერის დახურვის დროსაც კი!
∙ ახალი დიზაინის Home Screen Widget
∙ ახალი App Library
∙ განახლებული ზარის შემოსვლა (მთლიან ეკრანზე აღარ შემოდის)
∙ახალი Emoji ემოციები
∙ მთარგმნელი აპლიკაცია
∙ მოხსენიება iMessage - ში