რატომ უნდა ვიყიდო Galaxy S10?

ყველა ტელეფონს აქვს პლიუსები და მინუსები. ჩამოვწერ ჩემს რამდენიმე მიზეზს რატომ მომწონს Samsung Galaxy S10.

 

როცა S10 ზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მახსნენდება ძალიან სწრაფი და მოსახერხებელი თითის ანაბეჭდის სენსორი, შესაძლებლობა აქციო ვიდეოს ნებისმიერი მონაკვეთი GIF-ად, გაუზიარო ელემენტი მეგობრებს და სხვა.

 

მაშ ასე დავიწყოთ:

 

სამსუნგმა ძალიან კარგად მოიფიქრა თითის ანაბეჭდის სენსორის ეკრანში განთავსება. არ გიწევთ დამატებით ღილაკზე დაჭერა, არის საკმაოდ მოსახერხებელ ადგილას და ძალიან სწრაფია, ცოტა მომავლის ტექნოლოგიაც.

 

Samsung S10 მოდელებში ოპერატიული 8GB-ია (S10e - 6GB). აღარაფერს ვამბობ უსწრაფეს პროცესორზე. პროცესორი რა თქმა უნდა, Fortnite თამაშისას დავტესტეთ. მთელი თამაში FPS 30 ზე ნაკლებზე არ ჩამოვარდნილა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს პროცესორი მომავლის ინვესტიციაა - მინიმუმ 3 წლის განმავლობაში ყველა თამაშსა და აპლიკაციას ბოლო გრაფიკაზე ითამაშებ.

 

სხვადასხვა ტესტები აჩვენებს, რომ წყალგამძლეობით Samsung გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ დასველებაზე მწარმოებელი გარანტიას არ ავრცელებს, მაინც კარგია როცა ტელეფონით წვიმაში სიარულის არ გვეშინია.

 

Samsung-ით ფოტო/ვიდეო გადაღება ნამდვილი სიამოვნებაა. S10-ში კი მინიმუმ 3 კამერის დახმარებით შეგიძლიათ საუცხოო ფოტოები გადაიღოთ. დაემატა ახალი ფუნქცია- Ulta-Wide Angle - ეს საშუალებას გაძლევთ უფრო მეტი ადგილი ჩაატიოთ ფოტოში ვიდრე აქამდე. 

ბოლო განახლების შემდეგ კი ღამის გადაღების რეჟიმი გაუმჯობესდა. 

 

ვისაც iPhone X ქონია, ეცოდინება რამხელა სიამოვნებაა Animoji. სამსუნგი საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი სმაილები და ემოციები. დიახ ისეთი თქვენ რომ გგავდეთ. თან ამისთვის განსხავავებით Apple-სგან თქვენ არაფერს აწყობთ. საჭიროა მხოლოდ ფოტოს გადაღება და დანარჩენს ტელეფონი აკეთებს.

 

ბოლო განახლებით ბევრი რამ შეიცვალა. პროგრამული კუთხით ანდროიდი ძალიან განვითარდა. სულ რომ არაფერი, სამსუნგის დიდი პლიუსია ის რომ ჩადოთ SD ბარათი და გქონდეთ იმხელა მეხსიერება რამდენიც გვსურს.