
iOS 13 (მოლოდინები)
1 თვეზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემა iOS 12 გამოუშვა, რომელიც განსაკუთრებული სისწრაფით და ხარვეზების ნაკლებობით გამოირჩევა. მსოფლიო დიზაინერებმა უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება სისტემის შემდეგი ვერსია.
iOS 13-ის საკუთარი კონცეპტი დიზაინერმა ჯეიკობ რენდინმა წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ apple-ს ჯერ კიდევ არ დაუწყია სიახლეებზე მუშაობა, არსებობს სია, რომელიც მომხმარებლების სურვილებისგან შედგება. საკუთარ ნაშრომში რენდინმა Dark Mode წარმოგვიდგინა, რომელი კლასიკურ შავთან ერთად მეწამული წითელი ფერისგან იქნება შეფერილი. ჯეიკობის დიზაინმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა და გამორიცხული არ არის Apple-მაც დაუჭიროს მხარი.
შეგახსენებთ, IOS 12-ში კომპანია სერიოზულ ცვლილებებს მოერიდა და მთელი ყურადღება შეცდომების აღმოფხვრას დაუთმო. მოსალოდნელია, რომ iOS 13 სრულიად განახლებული და სახეცვლილი წარუდგება მომხმარებლებს.