Apple ყველას იმიტომ ჯობია, რომ არ ყიდის ჩვენს პირად ინფორმაციას

Apple-ის პროდუქცია უდაოდ ძალიან ლამაზია, ოპერაციული სისტემასა და პროცესორის შორის ოპტიმიზაცის ხარისხი საუკეთესოა და ეკოსისტემაც გამართულად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდი პლუსია, თუმცა მთავარი მიზეზი რაც Apple-ს სხვა გიგანტებისგან გამოარჩევს არის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

 

Apple თავის სერვერებზე არ ინახავს ჩვენს მიმოწერებს, FaceTime ვიდეო ზარებს, გადაადგილების მარშუტს, მოწონებებს, თითის ანაბეჭდს და სხვა პირად ინფორმაციას.

 

მეორეს მხრივ, არანაკლებ ცნობილი კომპანიების, როგორიცაა Google, Facebook  სერვისების მოხმარება უფასოა. მაგრამ ამ კომპანიების შემთხვევაში ჩვენ თავად წარმოვადგენთ პროდუქტებს.

 

Apple-ისგან განსხვავებით, რომელიც არ ყიდის ჩვენს პირად ინფორმაციას მესამე პირზე, Google-ისა და Facebook-ისთვის ჩვენი პირადი ინფორმაცია შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, ბავშვის დაბადებას ელოდებით და Google-ში "სერჩავთ" საბავშვო ეტლებს, თანაც ლურჯს. შედიხართ Facebook-ზე და ეკრანზე გივარდებათ საბავშვო აქსესუარების რეკლამა. ან ხშირად დადიხართ ტრენაჟორების დარბაზში, და Facebook-ზე შესული აღმოაჩენთ, რომ თქვენი კედელი სავსეა სავარჯიშო პროტეინების რეკლამებით. 

 

ორივე მაგალითის მიხედვით, Google-ის სერვისები (საძიებო სისტემა, Google maps და ა.შ) აგროვებს ინფორმაციას თქვენს ინტერესებზე, გადაადგილებების მარშრუტზე და ყიდის შემდგომ რეკლამის შემქმნელ პირებზე. 

 

Google და Facebook მოტივირებულია, ჩვენზე შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი და ზუსტი ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს ზუსტად შეარჩიონ სამიზნე ჯგუფები რეკლამების გავრცელებისთვის. ამით ისინი იძენენ ბევრ მადლიერ რეკლამის გამშვებ კლიენტს - ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათი შემოსავლების ზრდასთან.

 

პერსონალური მონაცემების დაცვა იმიტომ კი არ არის აუცილებელი, რომ ვინმე მალავს არაკანონიერ ქმედებს, არამედ იმიტომ რომ ვინმეს არ მიეცეს შესაძლებლობა ის ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.

 

Apple არ ინახავს ჩვენს ინფორმაციას ამიტომაც, ფიზიკურად ვერ გასცემს იმ ინფორმაციას, რაც მის სერვერებზე არასდროს ინახება.

 

სწორედ ამიტომ, Apple-ის პროდუქცია არა მხოლოდ სილამაზით და ეკოსისტემით გამოირჩევა, არამედ ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც შემოსავალს არ იღებს ჩვენი პირადი ინფორმაციების ხარჯზე.