iPad-ის სრულყოფილი photoshop

Adobe იწყებს სრულყოფილ Photoshop-ზე მუშაობს, რომელიც სპეციალურად iPad-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი. ახალი ვერსიის პრეზენტაციას ოქტომბრის ბოლოს, Max-ის კონფერენციაზე იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ iPad-ის Photoshop შემოდგომაზე გამოვა, მის ჩამოტვირთვას მხოლოდ 2019 წელს შევძლებთ.

ახალი Photoshop-ის ორი მთავარი მიზანია: გააკვირვოს პროფესიონალები და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები. აპლიკაცია მიიღებს ოპტიმალურ ინტერფეისს, რომლიც iPad-ის გარდა კომფორტული იქნება ჩვენს iPhone-ზეც.

დანამდვილებით ცნობილია, რომ Photoshop მიიღებს Apple Pencil-ის მხარდაჭერას. დეტალები კი, ცნობილი ოქტომბერში გახდება.