რატომ უნდა უყურო სხვის თამაშს?

კონსულტანტის აზრები:

 

პოპკორნი, ცოტა ალკოჰოლი, მეგობრები და twitch-ი.

 

ბიძაჩემს უკვირს - რატომ არ ვუყურებ მეგობრებთან ერთად ფილმს და საერთოდ რა სარგებლობა მოაქვს სხვისი თამაშის ყურებას?

 

სტრიმინგი - როგორც შენი თამაშის სხვისთვის ჩვენება 90-იან წლებში დაიბადა, თუმცა პოპულარობის პიკს 2016 წელს მიაღწია.

 

წარმოიდგენდით, რომ ცნობილი მოთამაშეები უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე თავად თამაშის დეველოპერები?!

 

“ამაზონმა” რამდენიმე ათეული მილიონი ჩადო და ცალკე პლატფორმა მიუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც სხვისი თამაშის ყურებით სიამოვნებას იღებს.

 

რატომ ვუყურებთ სხვის თამაშებს?

1. მოგვწონს მისი თამაშის ტაქტიკა;
2. ვსწავლობთ როგორ ვითამაშოთ უკეთ;

 

თუმცა, ბოლო დროს სტრიმინგი სულაც არ ეხება მხოლოდ თამაშს. გარდა გართობისა, სტრიმერებისგან ვისწავლით მათემატიკას, ბიოლოგიას, მარკეტინგს და ხშირად მათი გამოცდილება სასარგებლოა.

 

თამაშების სტრიმინგი დიდი ბიზნესია - ამაზონის ინფორმაციით საშუალო Twitch-ის მოთამაშე საათში $1 000-დან $10 000-მდე აგროვებს.

 

და შენ უყურებ სხვის სტრიმებს? თუ კი, გაგვიზიარე შენი ფავორიტი Facebook-კომენტარებში.