12 სექტემბერს Apple-ი iPhone 8-ს წარმოადგენს - ამერიკული გამოცემა

Apple-ი კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში, 12 სექტემბერს, სპეციალურ ღონისძიებას გამართავს. 

 

12 სექტემბრის Apple-ის პრეზენტაციაზე iPhone 8-ის Apple Watch 3-ის და Apple TV 4K-ის წარდგენაა მოსალოდნელი, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გავლენიანი ონლაინ გამოცემა iMore ავრცელებს.

 

ონლაინ გამოცემა, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ Apple წარადგენს 3 სახეობის iPhone-ს - iPhone 7s, iPhone 7s Plus და iPhone Pro (იგივე, iPhone 8).

 

ექსპერტების ვარაუდით, iPhone 8-ს არ ექნება Home ღილაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში თითის ანაბეჭდით შესვლის ნაცვლად ახალი აიფონი სახის ანაბედით მოხსნის ბლოკს. 

 

ეკრანიდან Home ღილაკის გაქრობა ეკრანს ზომას გაზრდის და კორპუსის კანტს შეამცირებს. დეველოპერების პროგნოზით, iPhone 8-ის დატენვა უკაბელოდ იქნება შესაძლებელი.

 

გარდა ამისა, პრეზენტაციის დასრულებისთანავე ახალი iOS11 იქნება ხელმისაწვდომი. სისტემური განახლება iPhone 5S-იდან გამოსულ ყველა მომდევნო მოდელებზე ავტომატურად გამოჩნდება.

 

ყოველი წლის შემოდგომაზე Apple მასშტაბურ ღონისძიებას მართავს, სადაც განახლებულ iPhone-ს წარადგენს. iPhone- ის გამოსვლამდე მუდმივი მსჯელობის თემა ახალი iPhone-ის ტექნიკური მახასიათებლები და ფუნქციები.

 

დამატებითი ინფორმაცია Apple-ის სპეციალური ღონისძიების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.