
ნამდვილი ქართული დამტენი - კაბელი რომელიც არ წყდება
Product of Georgia-იას ფარგლებში, Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია აიპლიუსი მომხმარებლებს ახალ Lightning დამტენს სთავაზობს, რომელიც პრატიკულად არ წყდება.
"მომხმარებლების მთავარი პრობლემა კაბელების ხშირი დაზიანება და რამდენიმე თვეში მათი ცვლა იყო. ამიტომ კომპანია აიპლიუსმა გადაწყიტა, პარტნიორ მწარმოებლებთან ერთად შეექმნა ნამდვილი ქართული Lighning დამტენი, რომელსაც დაზიანების გარეშე მანქანის დაძვრაც კი შეუძლია. რაც მთავარია შეძენილ პროდუქტზე გავრცელდება 3 თვიანი ოფიციალური შეცვლითი გარანტია" - აცხადებს კომპანიის მენეჯერი გიორგი ჩიხრაძე.
ნამდვილი ქართული დამტენის შეძენას მომხმარებლები 15 იანვრიდან 29 ლარად შეძლებენ.