მიზეზები თუ რატომ ვგიჟდებით Apple-ზე?

წინა სტატიაში განვმარტეთ, Apple-ის ყველაზე დიდი პლუსის შესახებ - Apple უფრთხილდება ჩვენს პირად ინფორმაციას, სწორედ ამიტომ, ის არ აგროვებს და ინახავას ინფორმაციას, რასაც ჩვენ ინტერნეტში „ვსერჩავთ“. რადგან პირადი ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი პირადი საქმეა.

 

მეორე დიდი პლუსი, რაც Apple-ის პროდუქციას აქვს არის მისი უნიკალური ეკოსისტემა. 

 

არცერთ სხვა კომპანიის სხვადასხვა კატეგორიის მოწყობილობებს არ აქვს ასეთი მოწესრიგებული კავშირი ერთმანეთთან. 

 

ავიღოთ ფაილების მიმოცვლა. როგორ ვიქცევით ანდროიდზე? ვტვირთავთ Drive-ზე, ვგზავნით მეილზე, მესენჯერში ან WhatsApp-ში. iOS შემთხვევაში კი, Airdrop-ით შეგიძლიათ მარტივად გადააგზავნოთ ფაილები iPhone-დან Mac-ზე, ან iPhone-დან iPhone-ზე, თან ფაილის ხარისხის დაკარგვის გარეშე. რატომ უნდა ვიწვალოთ ფაილების მეილზე, ან Dropbox-ში ატვირთვაზე?

 

iMessage - საოცრებაა. ცნობისთვის, ეს ერთადერთი მესენჯერია, რომელიც ფოტო/ვიდეო ფაილს ხარისხის დაკარგვის გარეშე აგზავნის. iMessage აერთიანებს ჩვენს ყველა Apple-ის მოწყობილობას. დაიწყე SMS წერა iPhone-ში და გააგრძელე iPad-ში უმარტივესია! მობილური ზარები, ვიდეო ზარები. არ აქვს მნიშვნელობა სად გაქვს ტელეფონი, შეგიძლია მიიღო და განახორციელო Apple-ის ნებისმიერი გაჯეტიდან !

  

Bluetooth კავშირი ხომ საერთოდ საოცრებაა. სულ ვამბობდი, როგორ მარტივადაც უკავშირდება Airpods iPhone-ს, ისეთი მარტივი რომ იყოს ცხოვრება..

 

2011 წელს სტივ ჯობსმა ოფიციალურად დაანონსა iCloud სერვისი. სწორედ iCloud-ის დამსახურებაა რომ ყველაფერი ერთმანეთს მარტივად და სწრაფად უკავშირდება. Apple-ის წარმატების საიდუმლოც სწორედ iCloud-ია.

 

თქვენ რომელ ეკოსისტემაში ხართ - Apple-ის თუ Google-ის, და რატომ ?