Apple-მა ყველაზე პოპულარული AirPods-ის ახალი თაობა გამოუშვა

დღეს, Apple-მა ახალი AirPods გამოუშვა. ახალი თაობის AirPods-ებს ახალი შესაძლებლობები დაემატა. AirPods 2-ს გახანგრძლივებული აქვს საუბრის რეჟიმში მუშაობის დრო. დაემატა Apple-ის ახალი პროცესორი H1, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტურობაზე.

 

AirPods 2-ის საშუალებით შეგიძლიათ ხელის დაჭერის გარეშე, ხმოვანი ბრძანებით გამოიძახოთ ხმოვანი ასისტენტი Siri.

 

AirPods გრძნობს როდესაც არის თქვენს ყურში და ავტომატურად პაუზდება ყურიდან მოხსნისას. ახალ მოდელში დაემატა მიკროფონის ახალი სენსორი. ის მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც საუბარს იწყებთ, შედეგად როგორც Apple ამბობს, ელემენტის ხანგრძლივობა საუბრის დროს 50%-ით გაიზარდა.

 

განახლებული მოდელი გამოვიდა ორი ვერსია: ერთი რომელიც ტრადიციულად Lightning კაბელით იტენება, ხოლო მეორე უკაბელოდ. 

 

მათთვის ვისაც ძველი თაობის Airpods გაქვთ ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩასადები, რომ უკაბელოდ დატენოთ თქვენი Airpods.

 

ახალი მოდელი 2-ჯერ უფრო სწრაფად უკვაშირდება თქვენს iPhone-სა და Mac-ს.

 

აღსანიშნავია, რომ პირველად დევაისთან დაკავშირების შემდეგ, AirPods მარტიავდ ცნობს მოწყობილობას და ავტომატურად ახდენს მოწყობილობასთან დაკავშირებას.