
როდის გამოვა AirPods 2?
გამორიცხული არაა, კოპმანია Apple-მა ახალი AirPods-ის ანონსი სექტემბერში, ახალი მოდელების პრეზენტაციებისას შემოგვთავაზოს.
“მოხარულები ვართ, რადგან უამრავი მომხმარებელი ყავს AirPods-ებს. “ - განაცხადა ტიმ კუკმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, Apple-მა უსადენო დამტენი AirPower დააანონსა. ყველა ვიდეო რგოლში კი, მთავარ როლს iPhone, Apple Watch და AirPods ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე ცნობილია, რომ ახალი თაობის AirPods 2 უსადენო დატენვის მხარდაჭერას მიიღებს.
Apple-ის ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუო თვლის, რომ ახალ AirPods-ს მხოვანი ასისტენტის Siri-ს მხარდაჭერით ზარების განხორციელების საშუალებაც ექნება.
რამდენად გამართლდება ეს ჭორები, ჩვენ ამას უკვე სექტემბრის პრეზენტაციაზე გავიგებთ.