
რას ვიხილავთ 12 სექტემბერს, Apple-ის პრეზენტაციაზე?
დღეს დილით, Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი მოდელების პრეზენტაციას 12 სექტემბერს გამართავს. მალევე ინტერნეტში ახალი iPhone-ის სავარაუდო ფოტოებიც გაჩნდა.
ახალი iPhone-ები 5.8 და 6.5-ინჩი ზომებით გამოვა. მისი სავარაუდო სახელი კი - iPhone Xs და iPhone Xs Plus-ია.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის მოდელს A12 ტიპის პროცესორის მხარდაჭერა ექნება, რომელიც 7 ნანომეტრი სიგრძის იქნება, ეს ახალი თაობის პროცესორებია, რომელიც გაცილებით სწრაფი და დახვეწილია. ახალი iPhone 4 GB ოპერატიული მეხსიერებით გამოვა.
გამორიცხული არ არის Apple-მა 3D touch-ის ფუნქციაზეც უარი თქვას, თუმცა ეს დეტალი ჯერჯერობით არ დასტურდება.
ასევე ფოტოდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ Space gray და Silver-თან ერთად ახალ ფერს, Gold მოდელს უნდა ველოდოთ, რომელიც iPhone 8-ის მოდელებში საკმაოდ პოპულარულია.
12 სექტემბერს, შედგება iOS 12-ის პრეზენტაცია, რომლის ბეტა ვერსიები საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ სრულყოფილებას ვუახლოვდებით.
ახალ iPhone-თან ერთად გამოვა მეოთხე სერიის Apple Watch-იც.