აიპლიუსის საგანგებო განცხადება

აიპლიუსი დღეს პეკინის 11-ში მომხდარ ძარცვის მცდელობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

სოციალურ ქსელში მასობრივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, აიპლიუსის მაღაზიის ძარცვის მცდელობის ფაქტი, გარკვეულმა პოლიტიკურმა მხარემ, პოლიტიკური ინტერესებისთვის “დადგა”.

 

აიპლიუსი კატეგორიულად ემიჯნება, ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის მსგავსი ძარცვის მცდელობის შესაძლო “დადგმას”.

 

სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ნახვისას გვრჩება შთაბეჭილება, რომ ძარცვის ფაქტში, “მძარცველის” ქცევა არაბუნებრივია, თუმცა გაურკვევლია რატომ შეიძლება, შესაძლო ინსცენირების ადგილად “აიპლიუსი” შერჩეულიყო.

 

ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ აიპლიუსი არ იქნება “გახვეული” შესაძლო ხელოვნურ პროვოკაციებში.

 

მოვუწოდებთ შს სამინისტროს, ფაქტის გამოძიებისას, განიხილიოს ძარცვის ფაქტის, პოლიტიკური ინტერესების მქონე მხარეების მიერ შესაძლო ინსცენირირების ვერსიაც.

 

საზოგადოებას, ვთხოვთ გამოიჩინონ სიფრთხილე მომხდარი ფაქტის შეფასებისას. ჩვენ მომხდარით შოკირებულები ვართ და მოვუწოებთ ყველა მხარეს, ნუ ახდენთ აიპლიუსის რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან გაიგივებას.