
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად "აიპლიუსი" 36%-იან ზრდაზე გავიდა
ქვეყანის არასტაბილურ მდგომარეობას “აიპლიუსის” მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია, 2019 წლის ივნისი “აიპლიუსმა” რეკორდული, 36%-იან ზრდით დაასრულა.
კომპანიის გაყიდვებმა, გასულ თვეს, რამდენიმე მილიონით მეტი შეადგინა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
“ჩვენ მაისშიც დიდი ზრდა გვქონდა და მაშინ თამამად შეგვეძლო გვეთქვა, რომ საბანკო რეგულაციების უარყოფითი გავლენა სრულად ამოიწურა. ბოლო მონაცემებით კი, შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ნეგატიური წვლილი ჩვენს მუშოაბაში არ შეუტანია.
მიუხედავად არასტაბილური მდგომარეობის განცდისა, რა დროსაც ბიზნესაქტივობა ფრთხილია და მცირდება, გასულ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გავლენა არ მოუხდენია ჩვენს ბიზნესაქტივობებზე”, - აცხადებენ ”აიპლიუსში”.
აღსანიშნავია, რომ ივნისში გაყიდვები არამხოლოდ თანხობრივად, არამედ გაყიდული პროდუქცია რაოდნობრივადაც გაიზარდა. ივნისის გაყიდვებში უცხოელი მომხმარებელების ყიდვის მოცულობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მილიონი ლარით არის გაზრდილი.
“აიპლიუსის” Apple-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამიერკავაკასიაში Apple-ის პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია. 2019 წლის 1 აპრილიდან “აიპლიუსი” მულტიბრენდი გახდა და SAMSUNG-ის სმარტფონების ხაზი დაამატა.