როგორი იქნება ახალი iPhone?

როგორი იქნება ახალი iPhone?

ანალიტიკოსების ცნობით, Apple შემოდგომაზე iPhone-ის 3 ახალ მოდელს წარმოგვიდგენს. ერთ-ერთი მათგანის ფასი დაახლოებით 600-700 დოლარი იქნება, რომელიც ძალიან მალე მოიპოვებს პოპულარობას.

6.1-
ინჩიანი ახალი მოდელი დიზაინით iPhone X-ის მსგავსი იქნება, ხოლო ფასით iPhone 8-ს გაუტოლდება. ეკრანი, რა თქმა უნდა Oled-დისპლეით აღიჭურვება, კორპუსი კი საავიაციო შუშით დაიფარება, როგორ iPhone 8, 8 Plus , და X .

კამერა კვლავ 2 ლინზიანი იქნება. სამმაგი ოპტიკური ზუმის გამოჩენა 2019 წელს იგეგმება. 6.1-ინჩიანი iPhone A12 პროცესორს მიიღებს. ოპერატიული მეხსიერება კი 3 ან 4 Gb იქნება.