აიპლიუსში ვაკანსიები ცხადდება

აიპლიუსი Apple-ის ტექნიკის, აქსესუარების და მომსახურების ყველაზე მსხვილი რეალიზატორია რეგიონში. კომპანია ჯამში მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

  • გამოგვარჩევს მუშაობის მაღალი სტანდარტი, რაც ძლიერი გუნდის დამსახურებაა;
  • აიპლიუსის მიზანია პირველობის შენარჩუნება ბაზარზე და მუდმივი განვითარება;  
  • გვაქვს ლიბერალური მენეჯმენტი, თუმცა მხოლოდ ძლიერებს ვიღებთ გუნდში.

 

 

აიპლიუსი აცხადებს ვაკანსიას “კონსულტანტის” პოზიციაზე თბილისში:

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არითმეტიკული ოპერირების უნარი;
  • მონდომებული;
  • შრომისმოყვარე; 
  • მიზანდასახული;
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; 
  • სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
  • ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ აპლიკანტის წარსულსა და დიპლომის წარმომავლობას, გვაინტერესებს ისინი, რომელთაც სურთ პიროვნული განვითარება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალი დონის კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის ვიტრინაში განთავსება;

 

გთავაზობთ:

  • კარგ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
  • მოტივირებულ ახალგაზრდებს თქვენს გარშემო;
  • განსხვავებულ ადამიანებთან გუნდურ მუშაობას; 
  • საქართველოში ერთ-ერთ კარგ ანაზღაურებას.

 

გასაუბრებაზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას

 

ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე Engineer@iphone.com.ge ,  სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("კონსულტანტი თბილისში", ან "კონსულტანტი ბათუმში").

 

...

 

აიპლიუსი აცხადებს ვაკანსიას “Apple-ის ტექნიკის ტექნიკოსის” პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ტელეფონის დეტალების შეცვლა/შეკეთება);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მონდომებული;
  • შრომისმოყვარე; 
  • ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ აპლიკანტის წარსულსა და დიპლომის წარმომავლობას, გვაინტერესებს ისინი, რომელთაც სურთ პიროვნული განვითარება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • Apple-ის ტექნიკის შესაბამისი ხელსაწყოების მეშვეობით დაზიანებული დეტალების დიაგნოსტირება;
  • Apple-ის ტექნიკის დაზიანებული დეტალის შეცვლა/შეკეთება და ტესტირება;

 

გთავაზობთ:

  • კარგ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივი განვითარების შესაძლებლობას;
  • მოტივირებულ ახალგაზრდებს თქვენს გარშემო;
  • განსხვავებულ ადამიანებთან გუნდურ მუშაობას; 
  • საქართველოში ერთ-ერთ კარგ ანაზღაურებას.

 

გასაუბრებაზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას.

 

ვაკანტური პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე Engineer@iphone.com.ge ,  სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ტექნიკოსი თბილისში").



დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აიპლიუსის ქოლ-ცენტრს 2 19 60 60