5 მიზეზი: “რატომ უნდა ვიყიდოთ Xs Max?”

12 სექტემბერს Apple ერთდროულად 3 ახალი iPhone წარადგინა, რომელთაგანაც 2 უკვე გაყიდვაშია და მათ შეძენას აიპლიუსის ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. გთავაზობთ 5 მთავარ მიზეზს რის გამოც არჩევანი iPhone Xs Max-ზე უნდა შეაჩეროთ.

ისტორიაში ყველაზე დიდი ეკრანი

კუპერტინოს წარმომადგენლებმა წელს ახალი მოდელი iPhone Xs Max გამოუშვეს, რომლის ეკრანიც 6.5ინჩია. გაბარიტებით ის გასული წლების Plus მოდელებს წააგავს, თუმცა ეკრანი iPhone X-ის მსგავსად მთლიან ზედაპირზეა წარმოდგენილი.

ყველაზე დიდი მეხსიერება

კამერის დახვეწასა და გაუმჯობესებასთან ერთად ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მეხსიერება გვესაჭიროება. ასევე გაიზარდა აპლიკაციების და სხვადასხვა ფაილების მოცულობაც, რომელთა დიდი ნაწილის iCloud-ზე შენახვა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ Apple-მა ახალი მეხსიერება, 512 GB დაამატა.

ახალი კამერა

ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უკვე მოახერხეს ახალი iPhone Xs Max-ის კამერის შეფასება. ახალი მოდელის კამერის სენსორის 32%-ით უფრო სწრაფია, ასევე დახვეწილია True Tone, SmarT HDR და ჩაწერილი ხმის ხარისხი. ახალ პროცესორ, A12 Bionic-თან ერთად iPhone Xs Max-ის კამერა წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს.

ორი ბარათი - ჰონგკონგის მოდელი, რომელიც მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომია

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ ვერსიაში 2 კარტის მხარდაჭერა არ გვაქვს, Apple-მა მომხმარებლებისთვის მაინც იზრუნა. ჰონგკონგისთვის გათვლილ ვერსიას, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში წარმატებით მუშაობს, ორი კარტის მხარდაჭერა ექნება.

ელემენტი

iPhone Xs Max-
ში ყველაზე ძლიერ ელემენტს შევხვდებით. ახალი ფლაგმანი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გასული წლების Plus მოდელები. მისი ელემენტი 24 საათიან უწყვეტ ენერგიას გვპირდება.