
PUBG თუ Fortnite, როცა Playstation 4 გაქვს?
Battle Royal ჟანრის თამაშები პოპულარობის პიკზეა. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ამ სტილის თამაშები გამოდის, ბაზარზე მთავარი კონკურენტები PUBG და Fortnite არიან.
რა პლუსები და მინუსები აქვს Fortnite Playstation 4-ისთვის?
რა მიყვარს Fortnite-ში:
- უფასოა და არ სჭირდება Playstation Plus-ის აქტივაცია;
- აქვს კონსოლებთან ოპტიმიზაციის მაღალი მაჩვენებელი;
- სწრაფი მოქმედება, სათამაშო ზონის სწრაფად დაპატარავება;
- მშენებლობა დამატებითი კრეატივია და გაქვს საშუალება იყოთ უნიკალური.
რა არ მომწონს Fortnite-ში:
- მხოლოდ "მესამე პირშია" თამაში შესაძლებელი;
- თამაშს აქვს ძალიან კარგი გრაფიკა, რაც ტვირთავს კონსოლს და Playstation Pro მფლობელებს უპირატესობას აძლევს;
- არ შეგიძლიათ თქვენი პერსონაჟის სხეულის ნაწილების შეცვლა ან სკინებზე ტანსაცმლის შეცვლა;
რატომ მიყვარს PUBG ?
- გაქვს სხვადასხვა სტილის რუკის არჩევანი;
- შეგიძლიათ ითამაშოთ "პირველ პირშიც”;
- სინამდვილესთან გრაფიკა და ორთაბრძოლები მიახლოებულია;
- შესაძლებელია პერსონაჟის შეცვლა და ტანსაცმლის შეძენა;
რა აქვს მინუსი PUBG-ს?
- Fortnite-თან შედარებით ნაკლებად ოპტიმიზირებულია;
- კუნძულზე თამაში ნელა ვითარდება;
- ბევრი “კემპერი” თამაშობს;
და მაინც, რომელი ვითამაშო?
თუ გიყვარს ექშენი, მშენებლობა, მასიური განადგურება, სისწრაფე, რა თქმა უნდა - Fortnite;
თუ გიზიდავთ ომის თემატიკა, მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული ჟანრის თამაშები მაშინ - PUBG;