
აგვისტოში აიპლიუსი 52%-ით გაიზარდა
აგვისტოში, “აიპლიუსის” გაყიდვების ზრდამ 52% შეადგინა. Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია "აიპლიუსში" ზრდის დადებითი დინამიკა წელს აგვისტოშიც შენარჩუნდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებში პეკინის ფილიალში დაფიქსირდა, რომელმაც 118% შეადგინა. კომპანიის მონაცემებით, ივლისის თვესთან შედარებით ვაკის ფილიალების გაყიდვების ზრდა შენელდა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. გაყიდვების მაღალი ზრდა იყო ბათუმის ფილიალებში.
“ვალუტის დევალვაცია, ჩვენთვის გამოწვევა, თუმცა აღსანიშნავია, ბაზარზე ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება. გაზრდილია მომხმარებლების ინტერესი ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილ პროდუქციაზე. ჩვენ როგორც ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია. ვითვალისწინებთ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარამეტრებს.
პოზიტიური დინამიკა იმედისმომცემია და გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ახალი სერვისების დამატება. მონაცემების დამუშავების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მეტილად განპირობებულია უცხოელი მომხმარებლების მატებით ამასთან, მცირედით გაზრდილია ქართველი მომხმარებლების აქტივობა”, - აცხადებენ აიპლიუსში.
ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე, Apple ახალი iPhone-ის წარდგენს. “აიპლიუსში” ახალი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ, ბაზარზე მომხმარებელთა აქტივობას კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.
“აიპლიუსი” 2019 წლის მაისიდან ყოველთვიურად აქვეყნებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს. გამოქვეყნებული მონაცმების მიხედვით, Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია, წელს მაისში 30%-ით, ივნისი 36%-ით, ხოლო ივლისი 48%-ით გაიზარდა.