
Apple Watch 4 მილიონ დოლარად ?
კომპანია Brikk-მა Apple Watch Series 4-ის ახალი კოლექცია წარადგინა. საათები ძვირადღირებული მატერიალებისგან არის დამზადებული. საწყისი ფასი კი 28 995 დოლარია.
Apple-ის ძვირადღირებული საათები სიახლე არაა. კომპანიამ უკვე გამოუშვა Apple Watch Special Edition, რომელიც 10 000 დოლარი ღირდა. ეს ფასები სასაცილოა იმის ფონზე, რაც Lux Watch 4 ეღირება. Brikk-ის ცნობით, Lux Watch 4 40 და 44 მმ ზომით გამოვა. მისი კორპუსი 18 კარატიანი ოქროთი, ტიტანით და კერამიკით დაიფარება.
Lux Watch 4-ის ყველაზე ძვირადღირებული ვერსია სავარაუდოდ ვარდისფერი ოქროთი დაიფარება. კომპლექტში კი ნიანგის ტყავის სამაჯუსაც შევხვდებით. მისი სავარაუდო ფასი მილიონ დოლარს გაუტოლდება.