
როგორი იქნება iOS 13?
17 სექტემბერს Apple-ის მომხმარებლებისათვის iOS 12 გახდა ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 1 კვირა გავიდა, ჟურნალისტებმა უკვე შეძლეს მოეძიებინათ ინფორმაცია, თუ როგორი იქნება iOS 13.
Macdigger-ის ჟურნალისტების ცნობით, მომავალი ოპერაციული სისტემის დეტალები თავად Apple-ის წარმომაგენლებმა გაამხილეს. ანონიმურ წყაროს მიხედვით, iOS 13-ის დიზაინი ისეთივე რევოლუციური იქნება, როგორც iOS 7 2013 წელს. შეიცვლება არა მხოლოდ გარე დიზაინი, არამედ მთლიანად მართვის პანელი. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები საიდუმლო რჩება.
წყაროს ინფორმაციით, ახალი სისტემა iPhone 7 და შემდგომი მოდელებისთვის გამოვა.