
MacOS Mojave სიახლეები
24 სექტემბერს, Apple-მა Mac-ის მომხმარებლებისთვის განახლებული ოპერაციული სისტემა MacOS Mojave გამოუშვა, რომლის ტესტირებაც 3 თვის განმავლობაში მიდიოდა. სისტემაში ძალიან ბევრი ცვლილება და ახალი ფუნქციაა:
Dark Mode
Apple-მა ბოლოსდაბოლოს MacOS-ისთვის Dark Mode რეჟიმი დაამატა. რეჟიმის შეცვლისას ფერს იცვლის არა მხოლოდ სისტემური ელემენტები, არამედ დიზაინი და აპლიკაციები.
ახალი App Store
2011 წელს Apple-მა Mac-ისთვის App Store წარადგინა, ამის შემდეგ კი ყოველწლიურად მინიმალური ცვლილება გვხვდებოდა. MacOS Mojave-ში კომპანიამ სრულიად შეცვალა მარკეტის დიზაინი. ახალი App Store გაცილებით უფრო დახვეწილი და მარტივია.
Finder
განახლებული Finder. ამიერიდან საძიებო სისტემიდან მარტივად და სწრაფად შეძლებთ ფაილები რედაქტირებას.
FaceTime-ის ჯგუფური ზარები
WWDC 2018-ზე Apple-მა განახლებული FaceTime წარადგინა. MacOS Mojave-ში მომხმარებელი შეძლებს ერთდროულად 32 ადამიანს დაუკავშირდეს FaceTime-ით.
Apple News
MacOS Mojave-ში გაჩნდა ახალი აპლიკაცია Apple News, სადაც მსოფლიოს ყველაზე ტრენდულ და მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.
Home
მართვის პანელში გამოჩნდა iOS მომხმარებლებისათვის კარგად ნაცნობი აპლიკაცია Home, რომელი მობილური ვერსიის დუბლიორია.