
3 iPhone, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო
გთავაზობთ iPhone-ის სამ მოდელს, რომელთაც მსოფლიოს ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილი რევოლუცია შექმნეს.
სტივ ჯობსმა iPhone-ის პირველი მოდელი 11 წლის წინ წარადგინა - ახლა ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ზუსტად ეს მოდელი იყო პირველი ტოტალური ნაბიჯი.
iPhone 4 - განვითარება
2010 წლიდან iOS უკვე მყარად იკიდებს ფეხს. ებრძვის არა Widows Mobile და Symbian მოწყობილობებს, არამედ Android-ს. iPhone 4 იყო ხმაურიანი განაცხადი Apple-ის პირველობისთვის. დახვეწილი დიზაინი, მეტალის კორპუსი, ხელმისაწვდომი ფასი და სრულყოფილი ოპერაციული სისტემა. ხარისხი და განსხვავება სხვა მოწყობილობებს შორის აშკარა იყო.
iPhone 5s - ახალი ეტაპი
აქ უკვე საკუთარი ბიზნეს ტალანტი გამოავლინა არა სტივ ჯობსმა, არამედ ტიმ კუკმა. 2013 წელს Apple-მა iPhone 5 გამოუშვა, რომელიც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. ტიმმა კი ახალი სტრატეგია აირჩია და გაიმარჯვა. iPhone 5s-ის გამოსვლის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე Apple-ის დომინირების ხანა დაიწყო. მეტალის კორპუსი, იდეალური დიზაინი და კომფორტული ზომა. სწორედ ამიტომ, iPhone 5s დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია iPhone SE-სთან ერთად.
iPhone X - სრულყოფილება
ცხადია, რომ iPhone X Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაბედული ექსპერიმენტია.
კუპერტინოში ხმაურიანი განაცხადი გააკეთეს. 90 გრადუსით შემობრუნებული კამერა, გაუქმებული Touch ID და სუპერ სიახლე : Face ID. 2018 წლის ზამთრისთვის iPhone X-ის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა ამის შემდეგ გამოუშვა Galaxy S9 და S9+, Apple პირველობას მაინც არ თმობს და ციფრებით რამდენიმეჯერ აღემატება კონკურენტებს.