
რა ვქნათ თუ ჩვენი iPhone არ იტენება?
მართალია iPhone-ის დატენვასთან დაკავშირებული პრობლემები არც თუ ისე ხშირია, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისთვის გთავაზობთ დახმარებას, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენი სმარტფონი არ იტენება.
სანამ ტექნიკოსს მივმართავთ, პირველადი დახმარება თავად შეგიძლიათ გაუწიოთ თქვენს ტელეფონს. ხშირად მსგავს პრობლემას მტვერის გამოვა წავაწყდებით.
1. თუ ჩვენი iPhone არ იტენება, გამორთეთ ტელეფონი, აიღეთ ფანარი და კარგად დაათვალიერეთ დამტენის პორტი. თუ შეამჩნევთ მტვერს ფრთხილად და ფაქიზად გამოასუფთავეთ პორტი.
2. გამოსუფთავებისთვის პირველ რიგში გამოიყენეთ სუფთა ჰაერის ბალონი. ის დაგეხმარებათ ძლიერი წნევით სწრაფად და დაუზიანებლად ამოიღოთ მტვერა. ასევე შესაძლებელია მცირე ზომის ჯოხის გამოყენებაც, თუმცა აუცილებლად მოახვიეთ ნაჭერი. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მეტალის ნივთი.
თუ ამ მოქმედებამ შედეგი არ გამოიღო, ჯობს მიმართოთ ტექნიკოსს.