
Black Sunday - iPlus-ში ყველაფერი ამერიკულ ფასად
Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აიპლიუსი მომხმარებლებს 26 იანვარს განსაკუთრებულ ფასდაკლების დღეს სთავაზობს. Black Sunday არის iPlus-ის სპეციალური დღე, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება და მომხმარებლებს საშუალება აქვთ ყველაფერი ამერიკულ ფასად ანუ თვითღირებულებით შეიძინონ.
26 იანვრის აქციაში iPhone-ის და Samsung-ის მოდელებთან ერთად Xiaomi-ის მოდელებიც იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, გარდა ტექნიკისა თვითღირებულებით გაიყიდება Beats-ის , JBL-ის, Anker-ის, PLayStation-ის, Xbox-ის, Nintendo-ს და GoPro-ის პროდუქციაც.
"Black Sunday-ის მომხმარებლების საყვარელი დღე გახდება. ის 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება და სპეციალურ ამ დღისთვის ყველაფერი თვითღირებულებით ანუ ამერიკულ ფასად გაიყიდება. სხვადასხვა მოდელებზე 600 ლარამდე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. გარდა ტექნიკისა ფასდაკლება გავრცელდება აქსესუარებზეც." - აცხადებს iPlus-ის მენეჯერი ირაკლი ჭანკვეტაძე.