
iPhone+ში შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, წითელი ფერის ქეისებზე, ფასდაკლება დღის ბოლომდე გაგრძელდება
1 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ჩვენ ვუერთდებით ამ დღის აღნიშვნას და ცნობიერების გაზრდის მიზნით, დღის ბოლომდე, წითელი ფერის ჩასადების (ქეისების) შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. წითელი ფერი შიდსთან ბრძოლის სიმბოლოა, სწორედ ამიტომ გუშინ და დღეს ვცდილობთ თქვენი ყურადღება შიდსთან ბრძოლის აუცილებლობას მივაპყროთ.
ბოლო მონაცემებით, 34 მილიონი ადამიანია მსოფლიოში აივ ინფექციის მატარებელი. აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი, ვირუსის ადამიანის ორგანიზმში განვითარების ბოლო სტადიაა შიდსი. 2015 წლის 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 4886 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, თუმცა ექსპერტები აივ ინფიცირებულთა (არარეგისტრირებული და რეგისტრირებული რაოდენობის ჯამი) რაოდენობად, საშუალოდ 6 ათასს ასახელებენ.
აივ ინფექციის გავრცელების კუთხით საქართველოს დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. მაგრამ წლიდან-წლამდე აივ ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია. აივ ინფექციით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკების მატარებლები არიან: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები (64%), ჰეტეროსექსუალური კონტაქტები (28,6%), და ჰომო და ბისექსუალური კონტაქტები (3,8%).
შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:
ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში ინფიცირებულთან საუბარი;
საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;
ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების საშუალებით.
შიდსის გავრცელებით კუთხით მძიმე მდგომარეობაა აფრიკის კონტინენტზე, Apple-მა გასულ წელს iPhone 7 RED გამოუშვა, ამ მოდელის გაყიდვიდან შემოსული თანხა აფრიკაში შიდსთან ბრძოლას ხმარდება.