ქეთი ცხადაძე - ვენდობი ჩემს გუნდს და გულწრფელად მიხარია მათთან მუშაობა

ვესაუბრებით აიპლიუსის ბათუმი ფილიალის მენეჯერს ქეთი ცხადაძეს. რამდენიმე წლის წინ ქეთი თბილისიდან ბათუმში რამდენიმეთვიანი მივლინებით უნდა წასულიყო, თუმცა 3 წელია უკვე ბათუმშია. ქეთიმ მეორე ნახევარიც ბათუმში იპოვა და ამჟამად გვესაუბრება საკუთარ თავზე.

 

- გაგვაცანი შენი თავი.

 

ქეთი ცხადაძე, 26 წლის, თბილისელი, თუმცა უკვე 3 წელია ვცხოვრობ ბათუმში. ვმუშაობ iPlus-ში მენეჯერად. ყველაფერს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ და ვთვლი, რომ ძალიან ბედნიერი და წარმატებული პიროვნება ვარ. ჩემი ცხოვრება და კარიერა არ არის რუტინა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. 

 

რატომ აკეთებ რასაც აკეთებ და რა არის შენი მოტივაცია, ანუ ცხოვრების “მოტო”?   

 

- ზოგადად ცხოვრებაში არაფერს ვაკეთებ რაც არ მომწონს და მსიამოვნებს. ჩემი ცხოვრებაც და სამსახურიც მაქსიმალურ კომფორტს მიქმნის და მომწონს ის გამოწვევებიც რაც მხვდება, მაგრამ არც კომფორტის ზონიდან გამოავლაა ჩემთვის პრობლემა.

ჩემი მოტივაცია ყოველთვის სიახლის და საკუთარი თავის გამოცდის სურვილია (თუნდაც ჩემი ბათუმში გადმოსვლა - რამდენი სიახლე და გამოცდილება შესძინა ჩემს ცხოვრებას). ცხოვრების მოტივაცია არის რომ ვიყო ბედნიერი და სულ მეღიმებოდეს. თუ ვხვდები რომ რაღაც აღარ მახარებს და მაბედნიერებს სიახლეების ძებნას ვიწყებ. 

ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის არის ის, რომ ძალიან მინდა მოგზაურობა ბევრ ქვეყანაში, ამისთვის ნიადაგს ვამზადებ და აუცილებლად მოვა დრო როცა ამ მიზანსაც მივაღწევ. ცოტა მეოცნებე ვარ მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყოველთვის ვახერხებ ჩემი ოცნებების ასრულებას.

 

- სამი წინადადადებით რა არის შენთვის iPlus და შენი გუნდი?

 

- 1. ძალიან დიდი გამოცდილება; 2. ადგილი, სადაც წასასვლელად შემიძლია ყოველ დილით გავიღვიძო და ისე გავიდე სახლიდან სინანული და დაზარება არ ვიგრძნო; 3. გუნდი.. ჩემთვის ძალიან მნიშვნრლოვანია სამუშაო პროცესში. ვენდობი ჩემს გუნდს და გულწრფელად მიხარია მათთან მუშაობა.

 

- და ბოლოს. რას ეტყოდი iPhone+ მომხმარებელს, რომელიც პირველად უნდა მოვიდეს ჩვენთან

 

- ვეტყოდი რომ ჩვენთან დახვდება ძალიან მაგარი გარემო - მობილიზებული პერსონალი, რომელიც მის კომფორტზეა ორიენტურებული. მრავალფეროვანი მომსახურება და მუდმივი სიახლეები, გაუმჯობესებული საგარანტიო მომსახურება და რაც ყველა მომხმარებლისთვის მთავარია ყოველთვის დაბალი ფასები.