
iPhone Xs-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია
ფრანგული რადიოსადგური Europe 1 Apple-ის მორიგი პრეზენტაციის თარიღს ასახელებს, სადაც ახალი iPhone-ის პრეზენტაცია შედგება.
ფრანგულ გამოცემას ინფორმაცია 2 უცნობი წყაროსგან აქვს, რომელთა სახელებიც კომპანია Apple-თან არის დაკავშირებული. მათი სიტყვებით, ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, დილის 10 საათზე შედგება.
როგორც წესი, Apple კონფერენციას სექტემბრის პირველ კვირას, 7დან 12 სექტემბრამდე მართავს. როგორც შარშან, პრეზენტაცია წელსაც სტივ ჯობსის თეატრში გაიმართება.
ჭორების თანახმად, კონფერენციაზე უნდა ვიხილოთ iPhone X-ის ახალი მოდელები, რომლებიც 5''8 და 6''5-ინჩებით გამოვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოდელის სახელი iPhone Xs იქნება.