აიპლიუსმა ოქტომბერი რეკორდული 122%-იანი ზრდით დაასრულა

Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმააიპლიუსმაგასული თვის ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა. “აიპლიუსმაგასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ოქტომბერი, 122%-იანი ზრდით დაასრულა.

 

რეკორდული ზრდა დააფიქსირააიპლიუსისფილიალებმა:  პეკინის 11-ის ოქტომბრის გაყიდვები 185%-ით, ჭავჭავაძის 19-ის 148%-ით , ხოლო ბათუმი მოლის ფილიალი 109%-ით გაიზარდა. ზრდა მაღალი იყო აიპლიუსის სხვა ფილიალებშიც.

 

რეკორდული ზრდა ოქტომბერში, ახალი iPhone-ების გაყიდვების ბუმით და ამასთან, კომპანიის სანდოობის მაჩვენებლის ზრდით იყო განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყოაიპლიუსსათეულობით საჰაერო რესისის დამატება დასჭირდა პროდუქციის რაოდენობების შესავსებად. მსგვასი ბუმი არ გვახსოვს, მომხმარებელბის რაოდენობა იმდენად მარალი იყო, რომ მხოლოდ ოქტომბერში, სასწრაფოდ დაგვჭირდა ადამიანური რესურსების დამატებით მოზიდვა.

 

ჩვენი პერიოდული ბაზრის კვლევა ადასტურებს აიპლიუსის იმიჯის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა კომპანიის გაყიდვებში. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ გაყიდვების ზრდაში არ მონაწილეობს ლარის დევალვაციით გამოწვეული ციფრების გამსხვილება”, - აცხადებენ კომპანიაში.

 

აიპლიუსი” 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, კომპანია გაფართოებას განაგრძობს და ამ მიმართულებით ახალი პროექტები აქვს დაგეგმილი.