როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი iPhone დასველდა?

ზაფხულის არდადეგები და ზღვის სეზონი გვიახლოვდება. მართალია Apple წყალში ტელეფონის ჩატანაზე რეკომენდაციას არ გვაძლევს, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აუზში ჩახტომისას ჯიბიდან ტელეფონის ამოღება დაგვავიწყდა? ან ტუალეტში ტელეფონი ნიჟარაში ჩაგვივარდა. რამდენიმე წამია საჭირო, რათა შენი ტელეფონი წყლის წვეთების მორევში გაეხვეს. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?

პირველ რიგში ჩვენი ტელეფონი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოვიღოთ ჯაკუზიდან თუ ტუალეტიდან. შესაძლოა ის კვლავ ჩართულ მდგომარეობაში იყოს, ამიტომ სასწრაფოთ უნდა გამოვრთოთ. დაუშვებელია მისი შემოწმების მიზეზით ჩართვა და გამოყენება. ამ დროს დიდი რისკია პლატის დაზიანების და გადაწვის.

ტელეფონი უნდა დავდოთ მშრალ და გრილ ადგილას. შესაძლოა მამაპაპური ხერხის გამოყენებაც და ტელეფონის ბრინჯში მოთავსება. ამ დროს მშრალი ბრინჯი განსაკუთრებულად სწრაფად იწოვს სითხეს. ბრინჯში გაჩერება დაახლოებით 24-36 საათი მოგვიწევს, შემდეგ კი აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რათა კარგად შეამოწმოს მშრალია თუ არა თითოეული დეტალი.

დაუშვებელია თმის ფენის გამოყენება, რადგან ცხელმა და შესაძლოა ცივი ჰაერის დიდმა ნაკადმაც უფრო დიდი პრობლემები შეუქმნას პლატას.