iPhone X Plus თუ iPhone X Max ?

რაც უფრო ახლოვდება პრეზენტაცია, უფრო იზრდება საზოგადოების ინტერესი. 1 კვირაში ნაკლები დარჩა 12 სექტემბრამდე. სწორედ ამ დღეს Apple ახალი iPhone- iPhone Xs და მის დიდ ვერსიას წარმოგვიდგენს.


Macdigger-
ის ცნობით, გამორიცხული არ არის, Apple-მა ახალი მოდელის სახელი Plus-ის ნაცვლად Max-ით შეცვალოს. შედეგად iPhone Xs-თან ერთად, უნდა ველოდოთ iPhone X Max-. ეს სახელი მისი გიგანტური ზომიდან გამომდინარე შეირჩა.  წინასწარი ვარაუდით iPhone Xs Max-ის ეკრანის ზომა  6.5”ინჩი იქნება, ხოლო iPhone Xs 5.8”ინჩი ზომით გამოვა.