.jpg)
MacOS Mojave 10.14 სიახლეები
MacOS 10.14 Mojave საკმაოდ ბევრ სიახლეს და სიურპრიზს გვთავაზობს.
Mojave 10.14 ხელმისაწვდომია 2012 წლის და ზემოთ მოდელი Macbook-ებისთვის:
1.dark Mode
Apple ახალ სისტემაში ბნელ რეჟიმს გვთავაზობს. მართალია High Sierra-ს ეს უკანასკნელი ქონდა, თუმცა ახალ სისტემაში Menu Bar-თან ერთად, მუქი შეფერილობა სხვადასხვა აპლიკაციებსაც ექნება: Mail, Messages, Maps, Photos და Calendar-ს.
2. Group Face Time
მოამზადე შენი მეგობრების გუნდი და განახორციელე ჯგუფური ზარები FaceTime-ში. ამიერიდან Facetime-ის ჩატი ერთდროულად 32 ადამიანს მოემსახურება. რა თქმა უნდა, მომხმარებლების ქსელში ჩართვა ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი Mac-ის, iPhone-ის, iPad-ის და Apple Watch-ის მომხმარებლებისთვის.
3. iOS-ის აპლიკაციები Mac-ზე
სანამ ზედმეტად აღელდებით გეტყვით, რომ ჯერჯერობით ყველა iOS აპლიკაცია არ იქნება Mac-ზე, თუმცა MacOS Mojave მიიღებს: News, Home, Stocks და Voice Memos-ს აპლიკაციების მხარდაჭერას.