
iPadOS - შეგიცვლის შენი iPad ლეპტოპს?
iPad Pro-ს გამოსვლისას Apple დაგვპირდა, რომ iPad ლეპტოპს ჩაგვინაცვლებდა.
მართალია, ძალიან ძლიერი მონაცემების პლანშეტი უხმაუროდ ასრულებს ისეთ რთულ დავალებებს, როგორიცაა 4K ვიდეოს მონტაჟი.. აქამდე ვერ ჩაანაცვლებდა.
მაგრამ რა სიახლეებია iPadOS-ში?
მონაცემები ძლიერია, უდაოდ. აქამდე ეს ვერ ხერხდებოდა ოპერაციული სისტემის გამო.
Apple-მა iPad-ისთვის ცალკე ოპერაციული სისტემა გამოუშვა - ანუ შეგიძლიათ დაუკავშიროთ "ფლეშკა" და გარე ვინჩესტერი.
შეგიძლიათ გახსნათ რამდენიმე ფანჯარა (როგორც კოპიუტერში) და მარტივად გადაიტანოთ და გადმოიტანოთ ფაილები.
Copy/Cut + Paste გამარტივდა და რამდენიმე თითის მოძრაობითაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ iPad-ს დაემატა მაუსის მხარდაჭერა, რაც აუცილებელია ლეპტოპის ჩამნაცვლებლისთვის.
ვფიქრობ, iPad არა პლანშეტების, არამედ ლეპტოპის მომავალია - ძალიან ძლიერი პროცესორი, ქულერის გარეშე.