Apple-მა ახალ iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაამატა (სრული მიმოხილვა)
19 სექტემბერს, Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემა iOS 11 გამოვიდა. სისტემამ უამრავი ახალი ფუნქცია და ცვლილება მიიღო.
Apple-მა კიდევ ერთხელ შეცვალა მართვის პანელი. ახლა ის მთელ ეკრანს იკავებს და უფრო მეტი ღილაკისგან შედგება. მომხმარებელს მარტივად შეუძლია სხვადასხვა ოპერაციების შესრულება.
მართვის პანელში თავად შეგიძლიათ აკონტროლოთ რას დაამატებთ და რას არა. ამისთვის უნდა აირჩიოთ Setting > Control centre და დაამატოთ სასრუველი ფუნქცია.
iOS 11-ში გაჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც მხოლოდ მართვის პანელიდან მუშაობს - ვიდეო ჩამწერი. ამიერიდან თქვენ შეძლებთ Video Screen-ის გადაღებას.
მთავარი ეკრანი - მთავარმა ეკრანმა განიცადა მცირე რედიზაინი. ზოგიერთ აპლიკაციას ახალი მალსახმობი (იარლიყი) აქვს. შეიცვალა კავშირის მაშვენებელიც, ამიერიდან წერტილების ნაცვლად კვლავ ხაზები იქნება, ისე როგორც ძველ iOS-ში. ელემენტის მაჩვენებელი კი უფრო გამოკვეთილი გახდა.
App Store
Apple-მა მთლიანად შეცვალა App Store. მთავარ მენიუში აპლიკაციებთან ერთად შევხვდებით რჩევებს და სტატიებს, რომელსაც App store-ის კურატორები არედაქტირებენ.
თამაშები და აპლიკაციები ერთმანეთისგან გამოყოფილ სექციებში მდებარეობს. ასევე, მთლიანად შეიცვალა დიზაინი.
iCloud Drive შეცვალა ახალმა აპლიკაცია Files-მა, რომელიც ფაილების სრულყოფლი მენეჯერია, სადაც შეგიძლიათ შექმნათ და დაყოთ ფაილები.
ამას გარდა, Files ითავსებს სხვა სერვისებს: Google Drive, OneDrive, Box, Dropbox.
iCloud-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩართონ ოჯახური ტარიფი და ფაილებზე წვდომის საშუალება ოჯახის წევრებსაც მისცეს.
Siri
ინგლისურმა Siri-მ ხმა შეიცვალა და ამიერიდან ის გრძნობს, როგორი ინტონაციით ვესაუბრებით.
Siri-ს ინტერფეისმა მცირედი ცვლილება განიცადა: შეტყობინება გაცილებით უფრო დიდი და მკვეთრია. ასევე აქტივაციის ღილაკი გახდა მრგვალი. ასევე Siri-სთან კავშირს კლავიატურის მეშვეობითაც შევძლებთ.
iMessage
მცირე განახლება განიცადა iMessage-ის ინტერფეისმა. დაემატა ახალი სმაილები და ეფექტები. ასევე შეტყობინებების შენახვას შევძლებთ iCloud-ზე. ზოგიერთ ქვეყანაში კი iMessage-ის საშუალებით Apple Pay-ზე ფულსაც გადავრიცხავთ.
კამერა და ფოტო
Live Photos-ს დაემატა სპეციალური ეფექტები. ასევე კამერის ინტერფეისთან ერთად განახლდა ფილტრებიც.
კლავიატურა
დაემატა რამდენიმე ახალი ენა, მათ შორის აღსანიშნავია ქართული კლავიატურა.