
iOS 12-ის საიდუმლო შესაძლებლობები
ვინც ჯერ კიდევ iOS 12-ის გაცნობის რეჟიმში ხართ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. 17 სექტემბრიდან ახალი სისტემის ჩამოტვირთვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ზოგიერთმა თქვენგანმა კი iOS 12-ის საიდუმლო შესძლებლობების შესახებ არაფერი იცის.
QR-Code სკანერი
QR-code-ის ამოსაცნობად ამიერიდან დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვა საჭირო აღარაა. თქვენს iPhone-ს თავად შეუძლია კოდის წაკითხვა. ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ: setting>control centre>customize> და დაამატოთ Scan QR Code.
iOS-ის ავტომატური განახლება
ოპერაციული სისტემის განახლებას თქვენი iPhone დამოუკიდებლად შეძლებს. ამის კონტროლი კი მარტივად შეგიძლიათ: setting>software update> automatic Updates On
ელემენტის გამოყენების სტატისტიკა
ყოველთვის სასარგებლოა იცოდე, რამდენ საათს გაგიძლებს ელემენტი. თუ ადრე მომხმარებელს ამის გამოცნობა უწევდა, ამიერიდან სპეციალური ფუნქციით თავად შეძლებთ ამის გამოთვლას. სტატისტიკის ნახვას შეძლებთ: setting>battery
Do not Disturb ტაიმერი
ამიერიდან Do not Disturb-ის რეჟიმს გამორთვა-ჩართვის ფუნქციის გარდა დროის კონტროლიც დაემატება.