ეს საინტერესოა !

როგორც გუშინ მოგახსენეთ, Apple პირველი ტრილიარდელი კომპანია გახდა. საბაზრო ღირებულებით მან უკან მოიტოვა Amazon და Microsoft. The New York Times-ის რედაქტორმა ჯეკ ნიკასმა საინტერესო სტატია გაიხსენა, რაც Apple-ის ღირებულებას უკავშირდება.

მან გაიხსენა 1996 წელი, როდესაც კომპანიის ახალმა ფინანსურმა დირექტორმა ფრედ ანდერსომა 661 მილიონი დოლარის ობლიგაციები გაყიდა, რათა კომპანია გადაერჩინა. 

საინტერესო ფაქტია რომ, 1997 წელს, კომპანია ოფიციალურად ბანკროტად გამოცხადდა, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა მხოლოდ 90 დღეს გასტანა. ამ რთულ პერიოდში, კომპანიამ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და ბოლომდე სტივ ჯობსის იდეებსა და მიზნებს მიენდო, რამაც საბოლოოდ 70%-იანი მოგება მოუტანა. ჯობსმა ამ პერიოდში შექმნა სარეკლამო კამპანია “think Different” და Apple-ის ლეგენდარული ლოგო.