მსოფლიო კიდევ უფრო აჩქარდება - Huawei-მ 5G სმარტფონის გამოშვება დაანონსა

 

Huawei-ს ახალ სმარტფონს სუპერსწრაფი ინტერნეტ 5G-ის მხარდაჭერა ექნება. Huawei-ს პირველი, 5G სმარტფონი 2019 წლიდან გამოჩნდება, - ამის შესახებ Huawei-ს მიერ გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

 

როგორც Huawei-ში განმარტავენ, 2025 წლამდე 1.1 მილიარდი 5G კავშირის მომხმარებელი იარსებებს, რაც სავარაუდოდ 200 მილიონ ტრანსპორტს დააკავშირებს და გადაადგილების ხარჯებს 56%-ით შეამცირებს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელი ნებართვა უკვე მოიპოვეს. 

 

5G ქსელი მობილური ინტერნეტ კავშირის უახლესი თაობაა, რომელიც გვთავაზობს უსწრაფეს სიჩქარეს, მაგალითად 1 წუთშია შესაძლებელი დიდი მოცულობის ფილმების ჩამოტვირთვა. თუ გავაერთიანებთ უახლესი ქსელის ტექნოლოგიას და ბოლო კვლევებს, 5G-ს შემოთავაზებული კავშირი ახალ ეპოქას გვიხსნის, რომელიც ამჟამინდელზე გაცილებით სწრაფი იქნება.