
Facebook თავის მომხმარებლებს მეუღლის პოვნაში, ან ერთჯერად სექსუალურ გართობაში დაეხმარება
Facebook-ს სასიყვარულო და გასართობი ქსელ Tinder-ის ფუნქციებს იმატებს, - ამის შესახებ ცნობილი Facebook-ის გამართულ კონფერენციაზე გახდა. Facebook-ზე სიყვარულის ძებნით დაინტერესებულებს, სრულიად საიდუმლოდ შეეძლებათ Facebook Dating-ით სარგებლობა. Facebook Dating-ის მომხმარებელს მეუღლის პოვნაში, ან ერთჯერად სექსუალურ გართობაში ე.წ. Secret Crush-ი ალგორითმი დაეხმარება.
Secret Crush-ის ალგორითმის ასამუშავებლად, Facebook-ზე უნდა შეარჩიოთ 9 Facebook-მეგობარი, რომელთანაც მომავლის შექმნა, ან ერთჯერადი სექსუალური გართობა გსურთ. თქვენი შერჩეული Facebook-მეგობარი მიიღებს შეტყობინებას, რომ ვიღაც მასზე ფიქრობს, თუმცა, ვერ გაიგებს ვინ ფირქობს მასზე. Facebook ერთმანეთს “დაგაჯახებთ” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე თქვენგანი ერთმანეთს აირჩევთ და თქვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა.