
Apple Pay საქართველოშია !
რა არის Apple Pay ?
2014 წლის ოქტომბერში, პირველად აშშ-სა და კანადაში გაეშვა Apple Pay.
Apple Pay - NFC ტექნოლოგიის გადახდის სისტემაა, რომელიც ჩაშენებულია Apple-ის მოწყობილობებში. როგორც ყოველთვის iPhone-ით გადახდა მარტივია - მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდით, ან სახით ვერიფიკაციაა საჭირო.
რამდენად უსაფრთხოა Apple pay ?
Apple pay მხოლოდ გადახდის სისტემა არ არის მისი მთავარი ღირსება უსაფრთხოებაა.
Apple ისევე როგორც, თქვენს პირად მიმოწერებს, არ ინახავს თქვენს ტრანზაქციებსაც. რაში იყენებთ თქვენს თანხას, მხოლოდ თქვენ იცით და ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში ეს ისტორია მხოლოდ iCloud-ზე ინახება. iCloud-ზე ინფორმაციის შენახვა კი 3-end-to-end-encrypted ტექნოლოგიით ხდება.
ანუ დავუშვათ, თუ სხვამ თქვენი “ბექაფი” მოიპოვა ის ვერ გაშიფრავს რეალურ სურათს, ვინაიდან დაშიფრული ინფორმაციის კოდი მუდმივად ცვალებადია.
განსხვავებით Google pay-სგან, Apple არ აწვდის თქვენი იდენტიფიკაციის რეალურ მონაცემებს მერჩანტებს, ან იმ ბანკს, რომელ ტერმინალზეც ახორციელებთ გადახდას. ყოველი გადახდისას Apple Pay სისტემა უნიკალურ Acoount payment code აგენერირებს. შესამისად შეუძლებელია ეს ინფორმაცია ვინმემ თაღლითური გზით გამოიყენოს და მიითვისოს თქვენი კუთვნილი თანხები.
რომელ მოდელებთან და ბარათებთანაა თავსებადი ?
Apple Pay თავსებადია iPhone 6 და შემდგომ მოდელებთან.
აუცილებელია მინიმუმ iOS 12.
მუშაობს:
თბს ბანკის ბარათებზე
საქართველოს ბანკის ბარათებზე (გარდა AMEX ტიპის ბარათებისა)
ვითიბი ბანკის ბარათებზე
ლიბერთი ბანკის ბარათებზე
როგორ გავააქტიუროთ Apple Pay ?
შევდივართ აპლიკაცია Wallet-ში. ვირჩევთ ბარათის დამატებას და გავდივართ სმს ვერიფიცირებას.