წყალგამძლე AirPods Pro აიპლიუსში 10 ნოემბრიდან გაიყიდება

 

28 ოქტომბერს, Apple-მა ახალი, უსადენო ყურსასმენი, AirPods Pro წარმოადგინა.




AirPods Pro-ს დიზაინი ზუსტად დაემთხვა აპრილში გავრცელებულ სავარაუდო ფოტოებს. ყურსასმენმა ახალი ფორმა მიიღო და ის ამიერიდან ყურში მთლიანად თავსდება. AirPods Pro-ს ასევე დამცავი ბალიშები ექნება, რომელიც ხმის იზოლაციას უზრუნველჰყოფს.



 

Audio Transparency Mode - apple-ის ახალი სიტყვაა ტექნოლოგიაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავთიშოთ ხმის იზოლაცია და გავიგოთ გარე ხმები. 



 

აახალ ყურსასმენს ექნება IPX4-ის მხარდაჭერა, რაც მის შხეფგამძლეობას გულისხმობთ. ამიერიდან მისი აქტიური გამოყენება წვიმიან ამინდშიც შესაძლებელია.



 

AirPods 2-ისგან განსხვავებით, ახალ მოდელში Power Beats Pro-ს მსგავსი მძლავსი დინამიკია ჩამონტაჟებული, რაც ხმას უფრო სუფთას და მკვეთრს გვაძლევს.

 AirPods Pro ამიერიდან თამამად გაუწევს კონკურენციას Beats-ის ყურსასმენებს, რადგან დაემატა Bass-ის გამომცემი მემბრანა, რაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ძალიან გაახარებს.

 

ახალი AirPods Pro-ს გაყიდვები საქართველოში 10 ნოემბრიდან დაიწყება.