iPhone Xs Max (სავარაუდო ფერები)

ინტერნეტ გამოცემა Slashleaks-ის ცნობით, Apple-ის პრეზენტაციამდე 1 კვირით ადრე ინტერნეტ სივრცეში ახალი მოდელის ფოტოები გამოჩნდა, სადაც iPhone Xs წითელ, თეთრს და ლურჯ ფერებშია.

Apple-
ის ვარაუდით, ახალი ფერები წარმოუდგენლად პოპულარული და წარმატებული იქნება. ივარაუდება, რომ 6 .1-ინჩიანი მოდელი 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდება. ახალ iPhone-ს ორმაგი კამერა და LCD დისპლეი ექნება.

გავრცელებული ცნობებით, iPhone Xs-ის და iPhone Xs Max-ის გაყიდვა 21 სექტემბრიდან დაიწყება.