რა არის Face ID?

iPhone X-ის გაყიდვა რამდენიმე დღეა მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს, სხვა სმარტფონებისგან iPhone X-ს სრულიად ახალი სტანდარტების დაცვის სისტემა გამოარჩევს.

 

Apple-მა უარი თქვა თითის ანაბეჭდზე და ამიერიდან განბლოკვა სახის სკანერით მოგვიწევს. თუ Face ID ისეთივე წარმატებით იმუშავებს, როგორც ამას Apple გვპირდება, მაშინ ბოლო წლების მანძილზე ეს Apple-ის ყველაზე ნოვაციური პროექტი იქნება.

 

რა ვიცით Face ID-ის შესახებ:

 

მართალია Apple პირველი კომპანია არ არის, ვინც სახის სკანერს იყენებს, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით iPhone X-ის ფოტოსურათით მოტყუება წარმოუდგენელია, ამით Apple კონკურენტებს საგრძნობლად აღემატება. 

 

TrueDepth კამერა, სახის 3D ვერსიას ასკანერებს, რომელშიც ერთბაშად 30 000 წერტილია მოთავსებული.

 

ბევრი სახის სკანერს ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა Apple-ის წარმომადგნლები გვპირდებიან, რომ ის ბევრად უფრო საიმედო იქნება, ვიდრე Touc iD. ორი იდენტური თითის ანაბეჭდის განმეორების შანსი 50 000:1 -ზეა, ხოლო ტესტების მიხედვით Face ID-ზე იგივე შეფარდება 1 000 000:1 თან არის .

 

Face ID-ის მეშვეობით მომხმარებელს ამიერიდან Apple Pay-ის გამოყენების საშუალებაც ექნება.

  

Face ID მხოლოდ 1 მფლობელზე მუშაობს და ერთდროულად მეორე სახის სკანერის დამატება შეუძლებელია.

 

 Face ID ჩვენს ამოცნობას სათვაალეებისა და წვერის ტარების შემთხვევაშიც შეძლებს.


ასევე აღსანიშნავია, რომ სახის სკანერთან წვდომა არ ექნებათ 13 წლამდე ბავშვებს.