
დღეს, iOS 13-ის სრული ვერსია გამოვა
განახლებას მას შემდეგ შეძლებთ, რაც Apple ოფიციალურად დაიწყებს ახალი iPhone 11 და iPhone 11 Pro-ს წინასწარ გაყიდვებს.
iOS 13 თავსებადია შემდეგ მოწყობილობებზე:
iPhone 11
iPhone 11 Pro
iPhone 11 Pro Max
iPhone XS
iPhone XS Max
iPhone XR
iPhone X
iPhone 8
iPhone 8 Plus
iPhone 7
iPhone 7 Plus
iPhone 6s
iPhone 6s Plus
iPhone SE
iPod touch 7
წინა ვერსიებისგან განსხვავებით iOS 13-ში გამოჩნდება Dark Mode [მუქი მენიუ], რომელსაც მომხმარებლები წლებია ელიან.
ახალ სისტემის მეშვეობით შეგეძლებათ უცხო ნომრებისგან სატელეფონო ზარი არ მიიღოთ, ხოლო სმაილების შქმნას უკვე თავად შეძლებთ - მაგალითად, თქვენი memoji იყოს სმაილი.
მნიშვნელოვანი ცვლილებაა, sign with Apple, რომელიც კიდევ უფრო დაცულს ხდის მომხმარებლის პირად ინფორმაციას.
ასევე, განახლდება რამდენიმე აპლიკაციაც. ცვლილებებია დიზაინშიც. ამიერიდან Siri მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსაც წაგიკითხავთ.
უკვე 30 სექტემბერს, დაგეგმილია iOS 13.1-ის გამოშვება. ამავე დღეს ხელმისაწვდომი იქნება iPad-ის აპლიკაცია iPadOS.