რას ველით WWDC 2020-ზე ?

განახლებული iMac, AirPods Studio, AirTags, iOS 14, MacOS 10.16 - WWDC 2020-ის მოსალოდნელი სიახლეები

სულ მალე სტარტს აიღებს, Apple-ის მსოფლიო დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია WWDC 2020. ამ სტატიაში მოგიყვებით იმ შესაძლო სიახლეების შესახებ, რომელსაც Apple სავარაუდოდ შემოგვთავაზებს.

წელს პირველად, კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება, რაც მსოფლიო კორონავირუსული კრიზისის შედეგია. სესიებში მონაწილეებს მარტივად შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა აპლიკაციით (Apple Developer), რის შემდეგაც წვდომას მიიღებენ ონლაინ ვიდეოზარისთვის.

როგორც ყოველთვის, კონფერენციის მოახლოებისას იმატებს სხვადასხვა ჭორები ახალ მოწყობილობებსა და განახლებულ სისტემაზე.

ყველაზე დიდ მოლოდინს WWDC-ის ფარგლებში iMac იწვევს. Apple მთლიანად გეგმავს დიზაინის შეცვლას, რომელიც ბოლოს 2012 წელს შეიცვალა.

ჭორების თანახმად, ახალი iMac ორ ფერში Space gray და Silver-ში წარმოგვიდგება. ინსაიდერების ცნობით 21.5 ინჩიანი მოდელები 23 ინჩამდე გაიზრდება, ხოლო 27-იან მოდელს შეცვლა არ ემუქრება. ახალი კომპიუტერები მიიღებენ მე-10 თაობის პროცესორს, ვიდეობარათით Radeon 5000-სერია.


საინტერესო ფაქტია, რომ ბლოგერი ჯონ პროსერის აზრით, iMac-ის წარდგენას Apple ჯერ კიდევ მაისში გეგმავდა, მაგრამ პანდემიის გამო პრეზენტაცია WWDC-ისთვის გადადო.

მეორე სიახლე, რომელსაც დეველოპერები ყველაზე მეტად ელიან AirPods Studio იქნება. ვიზუალურად Beats Solo Pro-ს და Beats Studio 3-ის მსგავსი იქნება, თუმცა როგორც ბლოგერები გვპირდებიან ახალი სპიკერის დინამიკები გაცილებით უფრო მძლავრი და ეფექტური იქნება.

ტექნიკური სიახლეების გარდა WWDC-ის მთავარი ფორმატი, რა თქმა უნდა, განახლებულ სისტემას შეეხება. ახალ iOS 14-, მომხმარებლები მოუთმენლად ელიან. ასევე იგეგმება Final Cut Pro-, Logic X-ის და Xcode-ის სრული განახლებაც.