
Apple-ის პრეზენტაციის მიმოხილვა
30 ოქტომბერს, ბრუკლინში, ნიუ იორკში, Apple-მა სპეციალური პრეზენტაცია გამართა, სადაც მომხმარებლებს 11 და 12.9-ინჩიანი iPad Pro, განახლებული Macbook Air და Mac mini წარუდგინა.
საათნახევრის განმავლობაში Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი ნაცრისფერი Mac mini, Macbook Air Retina display-ით და Touch ID-ით და iPad Pro Face ID-ით, რომლის დიზაინიც სრულიად შეიცვალა.
iPad Pro
ახალი 11 და 12.9-იჩნიანი iPad საღამოს მთავარი ვარსკვლავები იყვნენ. განახლებული iPad-ის display მთლიან ეკრანს მოიცავს, როგორც iPhone X-ში. Home ღილაკი კი TrueDepth Camera-ის სისტემამ და Face ID-მა შეცვალა. Lightning პორტის ნაცვლად USB-C-ს შევხვდებით. ასევე გაუქმებულია ყურსასმენების პორტი. ახალი iPad Pro A12 Bionic Chip-ზე იმუშავებს. iPad Pro-თან ერთად გამოვიდა Apple Pencil 2-იც, რომელიც ძველ iPad Pro-ზე არ იმუშავებს.
Macbook Air
განსაკუთრებული სიახლე გამოდგა განახლებული Macbook Air. თხელი, დახვეწილი და მსუბუქი Macbook Air ამიერიდან Retina Display-ით. ახალი მოდელის გამოსახულება გაცილებით უფრო მკვეთრი და ფერადი იქნება. მე-8 თაობის Intel-ის პროცესორი კი მას გაცილებით უფრო სწრაფს გახდის.
Mac mini
არ უნდა დავივიწყოთ Mac mini, რომელმაც 4 წლის შემდეგ პირველი განახლება მიიღო. ახალ მოდელს 6 ბირთვიანი მე-8 თაობის პროცესორი ექნება, რომლის მოცულობას 2TB-მდე გაიხდება. ასევე სიახლეა Mac Mini-ს ფერში. ამიერიდან კლასიკური თეთრის ნაცვლად Space Gray იქნება.
iOS 12.1
დღის ბოლოს, Apple-მა iOS 12-ის პირველი სრულყოფილი განახლება iOS 12.1 გამოუშვა. ახალ სისტემაში გამოსწორებულია გასული ვერსიის ხარვეზები და შეცდომები. ასევე აპლიკაციები გაცილებით უფრო სწრაფად და ხარისხიანად მუშაობს. როგორც იქნა, დაემატა დაპირებული FaceTime Group Call. ამიერიდან FaceTime-ში ერთდროულად 39 ზარის განხორციელებას შევძლებთ. სისტემაში დაემატა განახლებული Emoji და Animoji ემოციები. ქართველი მომხმარებლების სასიხარულოდ კი გამოსწორებულია ქართული შრიფტის აღქმის პრობლემა.