
Instagram საერთაშორისო სკანდალში გაეხვა - მილიონობით პირადმა მონაცემმა გაჟონა
Instagram საერთაშორისო სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც მისი მილიონობითი მომხმარებლების პირადი მონაცემების, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ღია ბაზა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, Instagram-ის 49 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტა და თითეულ მომხმარებელზე დახარჯული რეკლამის ღირებულება ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყო.
მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემების ღია ბაზა, პლატფორმა Amazon Web Service-ზე ინდოელმა მკვლევარმა ანურაგ სენმა იპოვა.
Instagram-ში მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა ცდილობენ გაარკვიონ თუ როგორ მოხვდა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია Amazon-ის ვებ-სერვისში.
ჩვენი პირადი მონაცემების დამუშავება გიგანტი სოციალური ქსელების მიერ ახალი არ არის. Instagram-ის სკანდალამდე, დიდი ხმაური მოჰყვა შეერთებული შტატების წინასაარჩევნო პერიოდში, Facebook-ის მომხმარებლების პირადი მონაცმების მესამე მხარესთვის გადაცემას.
აღსანიშნავია, რომ უნებართვოდ ინფორმაციის შეგროვება და მისი მესამე მხარისთვის გადაცემა არღვევს Insatgram-ისვე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.